FAO საქართველოში
Continuing its support to the National Food Agency (NFA) of Georgia in locust management, the...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოს,  პროგრამის -“კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა...
ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის (NAITS) მუშაობასა და მიღწეული შედეგებს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ....
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები კარიბის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას ეწვივნენ. ვიზიტის...

სოფლის მეურნეობის, აგროსასურსათო სისტემების, სოფლად საარსებო წყაროების, საექსპორტო შესაძლებლობებისა და სურსათის უვნებლობის უწყვეტი გაუმჯობესება და განვითარება - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და საქართველოს შორის დღეს გაფორმებულ შეთანხმებაში ჩამოთვილილი სამუშაო მიმართულებები პრიორიტეტებად სახელდება. თანამშრომლობის ახალი ფორმატი კლიმატის ცვლილების, მიწის დეგრადაციის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის და სხვა გარემოსდაცვითი საკითხების საპასუხო ინიციატივებსა და მოქმედებებზეა აგებული.

FAO-ს პროგრამულ ჩარჩოხელშეკრულებას“, რომელიც 2025 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოში FAO-ს წარმოადგენელმა, რაიმუნდ იელემ მოაწერეს ხელი. შეთანხმებით განსაზღვრული შედეგების მიღწევა მნიშვნელოვანი  წვლილი იქნება გაეროს იმ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში,  რომლებიც ,,FAO-ს 2022-2031 წლების სტრატეგიულ ჩარჩოდოკუმენტშია“ მოცემული.

 

FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერენ ადგილწარმოშობის მიხედვით პროდუქტის ეტიკეტებასა და გეოგრაფიული აღნიშვნების შემოღებას უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის. 

© FAO: www.fao.org