FAO საქართველოში

ჩვენ შესახებ

საქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა 1995 წელს გახდა. 2004 წლიდან საქართველო FAO-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ოფისის ნაწილია. იმავე წლის 4 ნოემბერს თბილისში გაიხსნა FAO-ს წარმომადგენლობის ოფისი.

FAO-ს მანდატია საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მხარდაჭერა. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები იმ სახელისუფლებო მიზნებისა და პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრება, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახა. FAO ხელისუფლებას ინსტიტუციური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ინსტრუმენტების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება.