FAO საქართველოში

FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

26/08/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ იელეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ FAO-სა და სამინისტროს შორის ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოში ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა  მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების,  სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო FAO-სთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავაც გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის, სურსათის უვნებლობის განვითარების, სასურსათო სისტემების გარდაქმნის მხარდაჭერას, ასევე, სოფლის მეურნეობით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  საქართველოში FAO-ს წარმომადგენელის თანაშემწე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.