FAO საქართველოში

ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს კონტრიბუცია საქართველოს აგრო-სასურსათო სისტემების მდგრადი განვითარების პროცესში

21/11/2022

ექსპოჯორჯია, თბილისი - გაეროს „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO) დასკვნითი ღონისძიება ჩაატარა დაინტერესებული მხარეებისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის მე-3 ფაზის ფარგლებში განხორციელებული პროექტის დახურვის აღსანიშნავად. ღონისძიების მიზანი იყო ევროკავშირის მხარდაჭერით FAO-ს მიერ მიღწეული შედეგების წარმოდგენა USD 12 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში. ამასთანავე, ფოკუსი გაკეთდა ბენეფიციარების ერთმანეთთან დაკავშირებაზე, B2B შეხვედრების მეშვეობით. ღონისძიებაზე მომავალი ENPARD პროგრამის მე-4 ფაზის სასოფლო-სამეურნეო სისტემის მდგრადი განვითარების ძირეული პრიორიტეტების განხილვაც განხორციელდა.

ღონისძიება გახსნა ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU პროგრამის კორდინატორმა; ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

მონაწილეები ასვე გაეცნენ ხავიერ სანს ალვარესის მიერ ჩატარებულ პროექტის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას და დაესწრნენ პანელურ დისკუსიებს, რომლებიც შემდეგ საკითხებს შეეხებოდა: ფინანსებზე წვდომა; გარემოსდაცვითი საკითხები და საუკეთესო პრაქტიკები, საცალო მოვაჭრეები; ENPARD პროგრამის მე-4 ფაზის ფარგლებში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების მიმოხილვა.

შედეგად, FAO-EU პროექტის ბენეფიციარმა ფერმერებმა და მწარმოებლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამის შედეგების შესახებ. ამგვარად, ხაზი გაესვა გამჭვირვალე ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რაც FAO-ს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფერმერებმა და მეწარმეებმა, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, გაიგეს თუ რა პრიორიტეტები და შესაძლებლობები გაჩნდება ENPARD პროგრამის მე-4 ფაზის ფარგლებში. ღონისძიების ყველა მონაწილემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სურსათის უვნებლობის გარშემო განხილული საკითხების მიმართ და აქტიურად ჩაერთო დისკუსიებში ამ მიმართულებით. ამასთანვე, ორგანიზებული B2B შეხვედრების შედეგად, დაახლოებით 250 FAO-EU პროექტის ბენეფიციარმა ერთმანეთი გაიცნო, დაიწო საუბარი ახალი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

USD 6.2 მილიონზე მეტი გაცემული საგრანტო თანხით, ENPARD პროგრამის მე-3 ფაზა 350-ზე მეტ ფერმერსა და მწარმოებელს დაეხმარა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დაახლოებით USD 15 მილიონის პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას შეუწყო ხელი. შედეგად, იქმნება 1,500-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ხოლო პროგრამის ბენეფიციარები საკუთარ პროდუქტიულობასა და ბრუნვას მკვეთრად ზრდიან. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს პროექტის ექსტენციის კომპონენტმა ღირებული ტექნიკური დახმარება და სერვისები გაუწია 1,900-ზე მეტ ფერმერს, საქართველოს რამდენიმე რეგიონში. FAO-ს პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ასევე აქტიურად მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებთან. FAO-ს გუნდი მათ ტექნიკურ დახმარებას უწევდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.

„FAO, ENPARD პროგრამის ფარგლებში, წარმატებით უწყობს ხელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, 2013 წლიდან. ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გაუმჯობესებაში ტექნიკური დახმარების გაწევით, კომპანიებისთვის და ფერმერებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებით, ფერმერების ტრენინგებით კარგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკებში და სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მთავარ წარმომადგენლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, FAO-მ და ევროკავშირმა წარმოაჩინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის სრული პოტენციალი და ადგილობრივი თემებისთვის მდგრადი აგრო-სასურსათო სისტემების განვითარების უპირატესობასაც გაუსვა ხაზი,“ - განაცადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა.

“ENPARD-ის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ჩვენი მხარდაჭერის შედეგად, რომელიც FAO-თან თანამშრომლობით განვახორციელეთ, აღნიშნული სექტორის უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი გამოვლინდა. ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და ტექნიკური დახმარების მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუციებთან, ფერმერებთან და კერძო სექტორთან ერთად ჩვენმა მუშაობამ აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის ნამდვილი პოტენციალი გამოავლინა. აღსანიშნავია ის, რომ მათ აჩვენეს თუ როგორ შეიძლება ამ პოტენციალის რეალიზება ეკოლოგიურად და სოციო-ეკონომიკურად მდგრადი პრაქტიკების გამოყენებით,” - განაცხადა ჟორჟ დეუმ,  ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

„მსურს მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა, მის დაქვემდებარებულ სააგენტოებს, საქართველოს პარლამენტსა, და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ჩვენი კონსტრუქციული და პროდუქტიული ურთიერთობები, რომლებსაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის მე-3 ფაზის ფარგლებში ვაყალიბებდით, ნამდვილად დააჩქარა პროგრესი ისეთი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო გამართულია სისტემურად, ინკლუზიური, პროდუქტიული და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო დონეზე. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ საერთო მიზნებს მივაღწევდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში, არსებული თანამშრომლური მიდგომით, საგრძნობი წინსვლები გვექნება სხვა საკითხებთან ერთად, სურსათის უსაფრთხოებისა და უვნებლობის კუთხით,“ - განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა, FAO-ს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა.

„ჩვენ, როგორც FAO, ვამაყობთ იმით, რომ პირდაპირ ვემუშავებით მცირე და საშუალო სოფლის მეურნეობის აქტორებს და სიღრმისეულ ურთიერთობებს ვამყარებთ მათთან. უკუგების გაცემამ და მიღებამ ფერმერებისგან, მწარმოებლებისგან და სხვა ღირებულებათა ჯაჭვის წარმომადგენლებისგან, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ინვესტიციების შედეგიანობისა და გამოსადეგობის უზრუნველყოფაში, როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ასევე თემებისთვის ადგილობრივი და ქვეყნის დონეებზე. ჩვენი მხრიდან აღმოჩენილმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ ფერმერებისთვის შემოსავლების გაზრდას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას რეგიონებში, არამედ უკეთესი პრაქტიკების შემოღებას გაუმჯობესებული გარემოს მდგრადობის თვალსაზრისით,“ განაცხადა მეთიუ რუვიერმა, FAO-ს აგრობიზნესისა და ღირებულებათა ჯაჭვის მთავარმა ექსპერტმა.

„მოხარული ვარ, რომ ENPARD პროგრამის ფარგლებში ჩვენი გუნდის მიერ ექსტენციისთვის გამოყენებული მოდულები ასობით ფერმერთან და მწარმოებელთან თანამშრომლობაში გამოგვადგა. ჩვენ წარმატებით  ვაზიარებთ მდგრადი სოფლის მეურნეობის ტექნიკების შესახებ ცოდნას. ჩვენი პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების დიდი ნაწილი უკვე იყენებს იმ ტექნიკურ უნარებს, რომლებიც ჩვენმა აგრონომებმა და ვეტერინარებმა გაუზიარეს, რაც აუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და შესაძლებლობას აძლევს მეტი და უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტები აწარმოონ,“ - ალან პინედა ბურგოსი, FAO-ს საერთაშორისო აგრონომი და უნარების განვითარების სპეციალისტი.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. პროგრამის „ENPARD” პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობის და მის მიღმა.