FAO საქართველოში

I.  შესავალი

1.     წინამდებარე დოკუმენტში ,,საქართველოს პროგრამული ჩარჩო-ხელშეკრულება“ (CPF) განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რაზეც უნდა დაეფუძნოს პარტნიორული ურთიერთობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ( MEPA) შორის. დოკუმენტში თავმოყრილია ინოვაციური საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და გლობალური სტანდარტები ეროვნულ და რეგიონალურ ექსპერტიზასთან ერთად 2021 წლიდან 2025 წლის პერიოდზე.

 2. ,,საქართველოს პროგრამული ჩარჩო-ხელშეკრულების’’ (CPF) საბოლოო შედეგები განსაზღვრულია საქართველოს 2021-2025 წლების ,,გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის’’ (UNSDCF) საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება ,,ქვეყნის საერთო შეფასების’’ ინფორმაციას და ფართო, მრავალმხრივ (ბევრი დაინტერესებული მხარის) კონსულტაციებს. დოკუმენტში შეჯამებულია საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პარტნიორობა პოლიტიკისა და პროგრამების პრიორიტეტულ სფეროებში ხუთწლიან პერიოდზე. 

II. ქვეყნის კონტექსტის ანალიზი

 

3.     სოფლის მეურნეობა, რომელშიც ჩართულია მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან დარგს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, განსაკუთრებით, სამუშაო ადგილების, სიღარიბის დაძლევისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა არის ძირითადი დამსაქმებელი (მთლიანი დასაქმების 19.8%) ქვეყანაში, 2020 წელს, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8.3% იყო[1].

4.     აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი მთელს მოსახლეობას არ შეხებია. შინამეურნეობების დიდი უმრავლესობა ნატურალურ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. გარდა ამისა, დასაქმების დიდი ნაწილი არაფორმალურია  (განსაკუთრებით ქალებისთვის) და ახასიათებს დაბალი პროდუქტიულობა აგროსასურსათო სექტორში. მცირემიწიან ფერმერთა დაბალი პროდუქტიულობა და შემოსავალი საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა, რადგან სოფლად მცხოვრები ადამიანების დასაქმებაში, სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი წილი უკავია, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელო ეკონომიკურ შედეგებს წარმოშობს. სოფლის მეურნეობას საქართველოში მაღალი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამ პოტენციალის რეალიზაცია ნაკლებად სავარაუდოა გაზრდილი პროდუქტიულობისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის უფრო მაღალი დონის გარეშე, რაც შექმნიდა სოფლის დაჩქარებული განვითარების შესაძლებლობას. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიღარიბის შემცირებისა და საარსებო საშუალებების გაუმჯობესებაში.

5.     საქართველოში, სასურსათო სისტემას შეუძლია გახდეს ძირითადი   ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი წარმმართველი ძალა, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის პროგრესს ტრანსფორმაციული ცვლილების კუთხით ,,2030 წლის დღის წესრიგის’’ კონტექსტში. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობა არის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა სოფლებში, კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას, მეთევზეობისა და მეტყევეობის დარგებს შეუძლიათ ტრანსფორმაციული ეფექტის მოტანა თუ განსაზღვრული ამოცანები შესრულდება. ეს ამოცანები მოიცავს გაზრდილ კონკურენტუნარიანობას და მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობას და უსაფრთხოებას და სოფლად სიღარიბის აღმოფხვრას სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გზით.

6.     საქართველოში, დაბალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა, რეგიონებს შორის დიდი შეუსაბამობა და მოუგვარებელი კონფლიქტები, რაც დიდ ზემოქმედებას ახდენს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე, გამოწვევაა და მოითხოვს დაუსაქმებელი ადამიანების ჩართვას სამუშაო ძალაში და სოფლის ტიპის დასახლებების მონაწილეობას პროდუქტიულ ეკონომიკაში. ქვეყანაში, პოლიტიკის კუთხით ერთ-ერთი პრიორიტეტია ადამიანური რესურსების გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რათა მათ ჰქონდეთ მეტი წვდომა რესურსებზე, საარსებო წყაროებზე და გააჩნდეთ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა, განსაკუთრებით, კონფლიქტით დაზარალებულ თემებში. მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ კონფლიქტით დაზარალებული თემებს თანაბრად შეეხოთ პოსტ-პანდემიური, სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღების პროგრამები; ასევე, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გაუმჯობესებული ნუტრიცია, სასოფლო-სამეურნეო მასალების, ნატურალური მეურნეობების და წარმოების გაუმჯობესება.

 


[1] საქსტატი. მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) , მიმდინარე ფასები ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით (2020). https://www.geostat.ge/en/modules/categories/23/gross-domestic-product-gdp

 

 

III. FAO-ს დახმარება

3.1  სტრატეგიული პრიორიტეტები და სასურსათო სისტემების ტრანსფორმაციული ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორები საქართველოში

 

1.     საქართველოს 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ეროვნულ გზამკვლევს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემის რეფორმებისათვის ქვეყანაში. სტრატეგიაში აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური ვითარების სისუსტეები სოფლებში, დაბალ-პროდუქტიული დარგები და შრომის დაბალი პროდუქტიულობა. სტრატეგიის თანახმად, დაბალ პროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო დარგი გარკვეულ პოტენციურ რისკს წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებს და გააჩნია სამი სტრატეგიული მიმართულება: 1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დარგები; 2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემის შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებაზე ადაპტირება. 3. სურსათის/სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები.

 

2.     ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემის შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებაზე ადაპტირება ასევე სტრატეგიული მიმართულებებია ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიაში’’. CCA -ს თანახმად, სოფლის განვითარების სფეროში პრიორიტეტის განსაზღვრისას აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკასა და კონკურენტუნარიანობაზე, სოციალურ პირობებსა და საცხოვრებელ სტანდარტებზე, ასევე, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაზე. მდგრადი განვითარების ხედვა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ღარიბი მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს სოფლებში ცხოვრობს და დიდწილად გარემოზეა მათი საარსებო წყარო დამოკიდებული. ნიადაგის, წყლის და ჰაერის დაბინძურების და დეგრადირების თავიდან ასაცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და კლიმატგონივრული ფერმერული პრაქტიკის დამკვიდრება, რათა სოფლის მეურნეობამ გარემოზე დადებითი ზემოქმედება მოახდინოს. სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას და საარსებო საშუალებებს ქვეყანაში. ,,საქართველოს გარემოს დაცვის  მესამე ეროვნული პროგრამა’’ (NEAP) განსაზღვრავს სტრატეგიულ მიზნებს, სამიზნე შედეგებს და აქტივობებს, რაც მოითხოვება გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ,,2030 წლის საქართველოს კლიმატის ცვლილების სტრატეგია’’ და შესაბამისი სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე, ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი’’ (NDCs), რომელიც ,,პარიზის შეთანხმებაშია’’გაწერილი, დამატებით უსვამენ ხაზს ქვეყნის მიერ აღებულ კურსს დაბალნახშირბადიანი მომავლისაკენ. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მხარდაჭერა ,,საქართველოს გარემოს დაცვის  მესამე ეროვნული პროგრამის’’, ,,კლიმატის ცვლილების სტრატეგიის’’ და ,,სამოქმედო გეგმის’’, ასევე, NDCs-ს განხორციელებაში.

 

3.2  ცვლილების თეორია და ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტი

 

3.     ,,საქართველოს თანამშრომლობის ჩარჩოს’’ ცვლილების თეორია გამყარებულია ,,2030 წლის დღის წესრიგში’’, რომელიც წარმოადგენს სამოქმედო გეგმას ხალხისთვის, პლანეტისა და კეთილდღეობისთვის და პარტნიორობების შექმნის გზით, ცდილობს გააძლიეროს მშვიდობა უფრო დიდ თავისუფლებაში. ,,გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოდან’’ (UNSDCF) გამომდინარე, ქვეყნის პროგრამული ჩარჩო-ხელშეკრულების (CPF) ცვლილების თეორიასთან შემდეგი მოლოდინები არსებობს:

თუ,

 

1. ა) აგროსასურსათო სისტემები გახდება მდგრადი; ბ) პასუხისმგებლობა იქნება აღებული მთლიან ღირებულებათა ჯაჭვებზე წარმოების, სურსათის ხარისხის, უვნებლობისა და ნუტრიციის გასაუმჯობესებლად, პარალელურად გაძლიერდება ოჯახების მედეგობა და შემცირდება გარემოზე ზემოქმედება;

2. ა) კონფლიქტით-დაზარალებული თემებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებით და გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებით; ბ) კონფლიქტით დაზარალებული თემები გააუმჯობესებენ წვდომას სერვისებზე, საარსებო საშუალებებზე და ღირსეული დასაქმების შესაძლებლობებზე;

3. ა) გარემოსდაცვითი მმართველობა და კლიმატის რისკის მართვა გამყარებული იქნება ადექვატური საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური და პოლიტიკის ჩარჩოთი რაც ბუნებრივი რესურსების, მიწის და წყლის მოხმარების კონსერვაციისა და მდგრადი მართვის შესაძლებლობას შექმნის; ბ)კლიმატგონივრული და რისკებზე-დაფუძნებული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება გამოყენებული  იქნება სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწის სხვა სარგებლობაში (AFOLU) და სურსათის წარმოებაში:

 

4.     მაშინ, ეს ყველაფერი წვლილს შეიტანს შემდეგში:

1. ა) პროდუქტიულობის მდგრადი გაუმჯობესება ტექნოლოგიური პროგრესის, ინვესტიციების, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების და ქალთა გაძლიერების გზით; ბ) შემცირებული შეუსაბამობა ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს შორის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის გზით; გ) შემცირებული სიღარიბე და უთანასწორობა და გაზრდილი საარსებო საშუალებები.

2. ა) კონფლიქტით-დაზარალებულ თემებს ექნებათ პროდუქტიული და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო წარმოება; ბ) კონფლიქტით-დაზარალებული ფერმერების შემოსავალი გაიზრდება და სიღარიბე შემცირდება;

3. ა) გარემოს დაცვის გაუმჯობესებული მართვა, რაც ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გამოყენების საშუალებას იძლევა; ბ) LDN (მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსი) პოპულარიზაცია ასევე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, რომელიც ბიოფიზიკური და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის ინტეგრაციას ახდენს საზოგადოებაში, თუ ძლიერი მმართველობის ქვეშაა.

 

5.     ,,2021-2025 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს’’ (UNSDCF) ყოვლისმომცველი და ტრანსფორმაციული სტრატეგიული პრიორიტეტია ,,ადამიანთა გაზრდილი კეთილდღეობა, შესაძლებლობები და თანასწორუფლებიანობა საქართველოში 2025 წლისათვის’’. ეს სტრატეგიული პრიორიტეტი ასოცირდება ხუთ შედეგთან, რაც უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას და ეროვნული განვითარების ხედვის განხორციელებას. FAO მონაწილეობს UNSDCF-ს სამ შედეგში, როგორც ეს მიმოხილულია შემდეგ თავში და ქვეყნის  პროგრამული ჩარჩო-ხელშეკრულების შედეგების მატრიცაში (დანართი 1), რომელიც ასევე მოიცავს ეროვნულ პრიორიტეტებს, შესაბამის მდგრადი განვითარების მიზნებს, ძირითად პარტნიორებს და ძირითად დაშვებებს სხვადასხვა შედეგებთან მიმართებით.

 

3.3 ქვეყნის  ჩარჩო პროგრამის მოსალოდნელი განვითარების შედეგები  

6.     ,,ქვეყნის პროგრამული ჩარჩო ხელშეკრულების’’ შედეგები ხელმძღვანელობს FAO-ს ,,2022-2031 წწ. სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტით“,  სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ,,2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე’’. კერძოდ, მდგრადი განვითარების მიზნები და მათი ინდიკატორები გამოყენებულია პრიორიტეტული სფეროების დადგენისა და მიღწევებზე დაკვირვებისათვის.  ხელმძღვანელობს რა მდგრადი განვითარების მიზნებით (SDG), მაგ. SDG 1 (სიღარიბის აღმოფხვრა), SDG 2 (ნულოვანი შიმშილი) და SDG 10 (შემცირებული უთანასწორობა), FAO-ს წვლილი შეეხება განვითარების თითოეულ გეგმას და ოთხი ძირითადი მისწრაფების ირგვლივ ტრიალებს: უკეთესი წარმოება, უკეთესი ნუტრიცია, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე.[1] ამასთან, FAO-ს რეგიონალური ინიციატივები (RIs) ევროპასა და ცენტრალურ აზიაში[2] ასრულებენ ერთგვარი ჩარჩო პროგრამის როლს და ხელს უწყობენ ქვეყნის პროგრამების განხორციელებას რეგიონში, კერძოდ, ეს ინიციატივებია: (RI-1) მცირემიწიანი ფერმერების, საოჯახო ფერმების და ახალგაზრდობის გაძლიერება სოფლის ინკლუზიური ტრანსფორმაციის, დიჯიტალიზაციისა და ინოვაციის გზით, (RI-2) სასურსათო სისტემების ტრანსფორმაცია და ბაზარზე წვდომის და ინტეგრაციის ხელშეწყობა, (RI-3) ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ცვალებადი კლიმატის ფონზე.

 

CPF საბოლოო შედეგი 1: ქალაქებსა და სოფლებს შორის შეუსაბამობა შემცირებულია აგროსასურსათო დარგის პროდუქტიულობის გაზრდის გზით (UNSDCF საბოლოო შედეგი 3, 2025 წ, თითოეული ადამიანი, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სარგებელს იღებს საქართველოს მდგრადი, ინკლუზიური და მედეგი ეკონომიკისაგან) (შესაბამისი SDG სამიზნე შედეგები: 2.3, 2.4, 2.ა, 4.3, 5.ა, 9.3)

 

7.     ეკონომიკური ზრდის სარგებელი მოსახლეობაზე არ აისახა და უთანასწორობა სოციალურ და სივრცით დონეზე კვლავ არსებობს. საბოლოო შედეგი ითვალისწინებს სხვაობის შემცირებას ურბანულ და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისა და სოფლებში ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით, კერძოდ, პროდუქტიული დასაქმების, ღირსეული სამუშაო ადგილების, გაძლიერებული საარსებო საშუალებების, უკეთესი ნუტრიციის და ინკლუზიური სოციალური უზრუნველყოფის გზით. FAO  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროსტთან  მჭიდრო თანამშრომლობით განსაკუთრებით აქცენტს გააკეთებს სოფლებზე, რათა წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის შემცირებაში. სასურსათო სისტემების გაძლიერება გაზრდის სურსათის უსაფრთხოებას და ნუტრიციას ყველასათვის და მოიცავს აქტორების დიდ დიაპაზონს და მათ ურთიერთდაკავშირებულ საქმიანობას, როგორიცაა წარმოება, აგრეგაცია, გადამუშავება, განაწილება, მოხმარება და მიწიდან და საზღვაო რესურსებიდან წარმოშობილი სასურსათო პროდუქციის განკარგვა.

8.     FAO, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრმლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გაეროს სასურსათო სისტემების სამიტის შემდეგ და წვლილს შეიტანს ეროვნული მიმართულებების განხორციელებაში, გაეროს სხვა პარტნიორებთან ერთად.

 

CPF საბოლოო შედეგი 1 მიღწეული იქნება სამი შედეგის განხორციელების გზით, კერძოდ:

 

CPF შედეგი 1.1: აგროსასურსათო სექტორის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა (UNSDCF შედეგი 3.1: გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა და კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა) (SDG სამიზნე შედეგები 2.3., 2.4., 2.a, და 9.3.,)

 

9.      FAO დახმარებას გაუწევს კერძო კომპანიებს, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის გადამუშავების სფეროში მოღვაწე კომპანიებს, რათა მათ გაზარდონ საკუთარი კომპანიების კონკურენტუნარიანობა; ძირითადი აქცენტი გაკეთდება ბიზნეს ინიციატივებზე სოფლებში, შერჩეულ კლასტერებში ტექნოლოგიური მიღწევების თვალსაზრისით.  FAO დახმარებას გასწევს მონაცემთა შეკრების კუთხით, რაც იქნება საფუძველი საქართველოში სოფლების ციფრული რევიტალიზაციისა და ტრანსფორმაციისათვის. აღნიშნული მიზნით, FAO განახორციელებს ფერმერთა შესაძლებლობებისა და საჭიროებების კვლევას და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ციფრული ტექნოლოგიების შესწავლას. ამასთან, FAO აქტიურად იმუშავებს პროექტის მონაწილე მხარეების ციფრული განათლებისათვის, რათა მათ შეძლონ ინფორმაციის გაზიარება და რეკლამირება ციფრული არხების საშუალებით. საბოლოო ჯამში, FAO  მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება ციფრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაში ადგილზე. (GCP/GEO/012/AUS; UNJP/GEO/013/EC; GCP/GEO/011/EC; TCP/GEO/3802/C1).

 

CPF საბოლოო შედეგი 1.2: სოფლის მეურნეობისა და სოფლის მდგრადი და ინკლუზიური განვითარება, გაძლიერებული სასურსათო სისტემები და გაუმჯობესებული საარსებო საშუალებები (UNSDCF შედეგი 3.2) (SDG სამიზნე შედეგები 2.3., 2.4., და 2.ა,[3].)

 

10.  FAO-ს აქტივობები წვლილს შეიტანს სოფლად სიღარიბის შემცირებაში სამიზნე მოსახლეობაში. კერძოდ, ველზე  უკვე არსებული საპილოტე ნაკვეთების მოწყობის გზით, გაუმჯობესდება განვითარების პოლიტიკა და სასოფლო-სამეურნეო სერვისები. FAO გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამის ინსტიტუტებს დაეხმარება ინსტიტუციონალური, ტექნიკური და მართვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა მათ უზრუნველყონ მდგრადი პოლიტიკა, გააძლიერონ და განავითარონ ღირებულებათა ჯაჭვი და გაზარდონ სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს გაეწევათ კონსულტაცია სოფლის განვითარების გენდერულად-სენსიტიური და სოციალურად ინკლუზიური პოლიტიკის შესახებ. ამასთან, FAO დახმარებას გაუწევს მცირემიწიან ფერმერებს და საოჯახო ფერმებს, კოოპერატივებს, მწარმოებელთა ჯგუფებს და სხვა სოფლის მცირე მეწარმეებს, მუშახელსა და საოჯახო მეურნეობებს, რათა მონაწილეობა მდგრად ღირებულებათა ჯაჭვში იყოს თანასწორუფლებიანი, მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, მასალებსა და სერვისებზე, გაიზარდოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობა და სოფლად ოჯახების ცხოვრება გაუმჯობესდეს. სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვში ინვესტიციები გააძლიერებს მდგრად სასურსათო სისტემებს. FAO დაეხმარება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროცესებს როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი სასურსათო სისტემების გაძლიერებითა და  ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით. შედეგად, გაუმჯობესდება ადგილობრივი თემების საარსებო წყაროები, საბაზისო მომსახურებებზე მეტი წვდომა შეექმნებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს და მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც სიღარიბის საფრთხის წინაშე არიან.   (GCP/GEO/011/EC; GCP/GEO/012/AUS; GCP/GEO/022/EC )

 

11.  უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკის მხარდაჭერა,  რათა შესაძლებელი გახდეს სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესრულება და მომხმარებელთა უკეთ დაცვა, ექსპორტის პოტენციალის გაზრდა ევროკავშირთან ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის’’ ფარგლებში. სურსათის უვნებლობის ინსპექტირებების ხარისხი და დაფარვა გაზრდის სანიტარული და ფიტოსანიტარული/სურსათის უვნებლობის პრინციპების და მარეგულირებელი მოთხოვნების ცნობადობას სასურსათო ბიზნეს ოპერატორებში, პირველად მწარმოებლებში და სამოქალაქო საზოგადოებაში. FAO შექმნის და განახორციელებს სასურსათო ბიზნეს ოპერატორების და პირველადი მწარმოებლების საინვესტიციო მხარდაჭერას, რათა გადაიჭრას სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული საჭიროებები ფერმერებისა და სასურსათო ბიზნეს ოპერატორების დონეზე. FAO საინვესტიციო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს შესაბამისი გრანტების გზით და უზრუნველყოფს, რომ გრანტები დაკავშირებული იყოს შესაძლებლობების შექმნასთან, ბიზნესის განვითარებასთან; გაზრდის კავშირებს დაინტერესებულ მხარეებთან. საგრანტო სქემების შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება დამატებითი ბენეფიტები სოფლად მცხოვრები ქალებისათვის, ახალგაზრდებისა და აგრარული კოოპერატივებისათვის. გარდა ამისა, FAO წვლილს შეიტანს საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდაში როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნების მიმართულებით, სანიტარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის ღონისძიებების უზრუნველყოფის გზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში და ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით, მათ შორის ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის’’ ფარგლებში მიახლოების პროგრამით სურსათის უვნებლობასა და ვეტერინარიის სფეროებში გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანად იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის ორგანიზებული და დაფინანსებული იქნება, როგორც ბიზნესოპერატორებისათვის, ასევე მაკონტროლებელი ორგანოების (MEPA, NFA, SLA) წარმომადგენლებისათვის ტრენინგები და სასწავლო ტურები. (GCP /GEO/022/EC)

 

12.  იმისათვის, რომ სურსათის უსაფრთხოებისა და ნუტრიციის ურთიერთდაკავშირებული პრობლემის მიმართ უფრო ერთიანი მიდგომა იქნას გამოყენებული, FAO იმუშავებს შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების შემცირების მიმართულებით და განახორციელებს მიზანმიმართულ ინტერვენციებს. სამუშაოს მიზანი იქნება მონაცემებზე-დაფუძნებული განვითარების დაგეგმვა და ჯანსაღი საკვები რაციონის გაუმჯობესება ,,ნულოვანი შიმშილის’’ მიზნის შესასრულობელად. (Pipeline project (PP))

 

13.  FAO გააგრძელებს მთავრობის და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას ,,ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის’’ (NAITS) გამართვაში. ეს უკანასკნელი აღჭურვილი იქნება ახალი ელექტრონული სისტემით, რომელიც გაზრდის რეგიონულ თანამშრომლობას მესაქონლეობის დარგში. FAO გააგრძელებს მუშაობას, რათა შესაბამის უწყებებში შექმნას NAITS-ის მიმართ საკუთრების და ლიდერობის განცდა. მხარდაჭერილი იქნება უფრო პროაქტიული მუშაობა კერძო სექტორის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გაიზარდოს კერძო სექტორის ცნობიერება და ისინი ჩაერთონ პროცესში, როგორც სისტემის განვითარების თანამონაწილეები და ამავე დროს, მოთამაშეები. FAO აქტიურად გაუწევს პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ეროვნულ ინიციატივებს, რათა გააძლიეროს ინდივიდუალური მესაქონლეობის ფერმებისა და სურსათის მწარმოებელი კომპანიების ცნობიერება საკუთარი პასუხისმგებლობების შესახებ საქონლის ჯანმრთელობის, სურსათის უვნებლობის და NAITS -ის სფეროში. FAO დამატებით გააზიარებს NAITS-ის წარმატების ისტორიას, რათა წვლილი შეიტანოს ქვეყანაში და რეგიონში ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ციფრული პროდუქტების განვითარებაში.  (GCP/GEO/009/SWI; TCP/GEO/3703; TCP/GEO/3901/C1; GCP /GEO/021/MUL, GCP/GEO/017/SWI)

 

CPF შედეგი 1.3: აგროსასურსათო სექტორის მონაწილე მხარეების გაზრდილი შესაძლებლობები (UNSDCF შედეგი 3.3: გაზრდილი პროდუქტიული დასაქმება, ღირსეული სამუშაო ადგილები, უნარების განვითარება და ეფექტიანი ეროვნული, სოციალური დაცვა ყველასათვის)(SDG სამიზნე შედეგები 4.3.)

 

14.  FAO-ს ინიციატივით,  ეს შედეგი გააგრძელებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას, რათა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სტრატეგია საქართველოში და გაძლიერდეს პროფესიული შესძლებლობები საინფორმაციო და საკონსულტაციო სამსახურების მიერ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურებათა გაწევის კუთხით. მათ შორის აქცენტი იქნება გენდერის და ასევე ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხბზე. აქტივობები ძირითადად დაეფუძნება FAO-ს წინა პროექტებიდან გამოვლენილ საჭიროებებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პროფესიული განათლების ცენტრების და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ურთიერთ თანამშრომლობაზე. ეს გულისხმობს ცოდნის გაზიარებას პროფესიული განათლების სასწავლებლებსა და საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებს შორის, პროფესიული განათლების და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვას პრაქტიკულ აქტივობებში. დამატებით გამოყენებული იქნება შემდეგი ინსტრუმენტები: ტრენინგები, სასწავლო ტურები, პროფესიული სასწავლო პროგრამები/მასალების. გარდა ამისა, FAO ხელს შეუწყობს ინოვაციური და ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდრებას მცირემიწიან ფერმერებში ,,ციფრული სოფლის ინიციატივის’’ ფარგლებში, რათა გაძლიერდეს ადგილობრივი შესაძლებლობები პრაქტიკული გამოცდილებით. აღნიშნული აქტივობების შედეგად, ქალი და კაცი  ფერმერები, მათ შორის ახალგაზრდა ფერმერები, სარგებელს მიიღებენ უნარების განვითარების მომსახურებებიდან, რათა გაუმჯობესდეს მათი საწარმოო შესაძლებლობა. სამიზნე ფერმერები, განსაკუთრებით წვრილი ფერმერები და ქალები, ექსტენციის მომსახურებების საშუალებით მიიღებენ ცოდნას და განავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს.  (GCP/GEO/011/EC; GCP/GEO/012/AUS; TCP/GEO/3803)

 

CPF საბოლოო შედეგი 2: კონფლიქტით-დაზარალებული თემების მედეგობა გაძლიერებულია საუკეთესო აგრარული პრაქტიკის გაცნობის და ფერმის მართვის უნარების გაუმჯობესების გზით (UNSDCF საბოლოო შედეგი 4, 2025 წლისათვის, კონფლიქტით-დაზარალებულ თემებში ადამიანთა უფლებები დაცულია, ადამიანთა უსაფრთხოება და მედეგობა გაძლიერებულია) (შესაბამისი SDG სამიზნე შედეგები: 1.5, 2.3, 2.4, 2.ა, და 5ა)

 

15.  საქართველოსათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება.  გაეროს არ ეძლევა ცხივნალის რეგიონში  შესვლის შესაძლებლობა. თუმცა გაეროს რამდენიმე სააგენტო  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთის რეგიონში მუშაობენ და დახმარებას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული პრინციპების საფუძველზე ფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს და მათი საარსებო წყარო და ძირითადი  საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. თუმცა, იქ არ არსებობს ძლიერი ექსტენციის სერვისები, რომლებიც ფერმერებს კონსულტაციას გაუწევდა და ტექნიკური ცოდნით აღჭურვავდა. შესაბამისად, ფერმერები უძლურები აღმოჩნდნენ, როცა ტყის, მცენარეთა და ცხოველთა მავნებლების და დაავადებების გავრცელებას ჰქონდა ადგილი ბოლო წლებში. FAO გააგრძელებს ფერმერთა თემების დახმარებას საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებით სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ,,მავნებლების ინტეგრირებული მართვის’’ სისტემაზე და პესტიციდების სათანადო გამოყენებაზე. ამისათვის,  FAO ქმნის სადემონსტრაციო ნაკვეთების და ფერმერთა საველე სკოლების ქსელს, სადაც მცირემიწიან ფერმერებს, მესაქონლეობისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება. ეს მათ საშუალებას მისცემთ შეებრძოლონ მცენარეთა მავნებლებსა და დაავადებებს, გაზარდონ მათი ადგილობრივი წარმოების ხარისხი და რაოდენობა. FAO გახლავთ  ,,გაეროს ქალთა’’ ორგანიზაციის პარტნიორი  მცირემიწიანი ქალი ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა მათ უზრუნველყონ ხარისხიანი, უვნებელი რძის პროდუქტები.

 

CPF საბოლოო შედეგი 2 მიღწეული იქნება შემდეგი შედეგების საშუალებით:

 

CPF შედეგი 2.1: კონფლიქტით-დაზარალებული თემების მედეგობა და თვითუზრუნველყოფა გაუმჯობესებულია ფერმერთა გადამზადების გზით აგრარულ პრაქტიკაში (UNSDCF შედეგი 4.2: სოციალურ-ეკონომიკური პირობები, თემის მედეგობა და თვითუზრუნველყოფა გაზრდილია პროგრამების საშუალებით, რომლებიც კონფლიქტით-დაზარალებულ თემებს გარკვეულ სარგებელს აძლევს, განსაკუთრებით, მათ, ვინც სხვა პროგრამებიდან გამოტოვებულია. (SDG სამიზნე შედეგები:  2.4.1. და 5.ა)

 

16.  FAO მხარს დაუჭერს გაუმჯობესებულ აგრარულ პრაქტიკას, გაძლიერებულ სასურსათო უსაფრთხოებას და უკეთეს ნუტრიციას კონფლიქტით დაზარალებულ თემებში სასოფლო-სამეურნეო მასალების მიწოდების, ეფექტიანი ექსტენციის მომსახურებების და განახლებული ფერმერული უნარების განვითარების გზით სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლების გამოყენებით. FAO დახმარებას გაუწევს თემზე-დაფუძნებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებს და მერძევეობის ფერმებს აფაზეთის რეგიონის ყველა რაიონის დაფარვის გზით. საველე სკოლების საშუალებით, FAO საუკეთესო აგრარული პრაქტიკის პოპულარიზაციას მოახდენს და ფერმერებს მისცემს საშუალებას სადემონსტრაციო ნაკვეთში თავად წარმართონ მეურნეობა. მცირე მესაქონლეობის ფერმების (რომლებიც რძის პროდუქტებს აწარმოებენ) მედეგობის გაზრდის მიზნით, FAO საგანგებო დახმარების ფორმით უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო მასალების დისტრიბუციას მოწყვლად მწარმოებლებში, ხოლო საველე სკოლების ქსელს გამოიყენებს თემში საჭიროებების გამოსავლენად. კოვიდ 19-ზე რეაგირების ეს მექანიზმი დაახლოებით 2000 ფერმერს დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო მასალებით და რაც მთავარია, ტრენინგებით საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რათა მათ უსაფრთხოდ და ჰიგიენური ნორმების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები. (GCP/GEO/015/USA; GCP/GEO/018/SWI; GCP/GEO/023/SWI; UNJP/GEO/014/EC; UNJP/GEO/024/EC; GEO/18/001/01/99)

 

CPF საბოლოო შედეგი 3: თემების და გარემოს კლიმატთან გამკლავება გაძლიერებულია უკეთესი გარემოსდაცვითი მმართველობით, კლიმატთან დაკავშირებული ქმედებებით და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გამოყენების შედეგად (UNSDCF საბოლოო შედეგი 5,  2025 წ., ნებისმიერი ადამიანს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, გააჩნია მეტი მედეგობა გაუმჯობესებული გარემოსდაცვითი მმართველობის, კლიმატთან დაკავშირებული ქმედებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გამოყენების შედეგად) (შესაბამისი SDG სამიზნე შედეგები 1.5, 2.3, 2.4, 15.3)

 

17.  საქართველოში არსებობს ძლიერი საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური და პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც მხარს უჭერს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებას. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული გამოწვევები მაინც არსებობს, მათ შორის, დაბალი შესაძლებლობები კლიმატთან დაკავშირებული რისკების მართვის, კატასტროფებისათვის მომზადებისა და ფუნქციური, მულტი-რისკების ადრეული გაფრთხილების სისტემების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებასა და შერბილების სფეროში სოფლის მეურნეობის როლის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ. ამ კონტექსტში, ეს საბოლოო შედეგი მიზნად ისახავს საქართველოში მმართველობითი და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას, რათა ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას.  აუცილებელია კლიმატ-სენსიტიური, მედეგი და რისკების შესახებ ინფორმირებული განვითარებისა და კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაცია. პროგრამის ფარგლებში, FAO ადვოკატირებას გაუწევს კლიმატგონივრულ და რისკების შესახებ ინფორმირებული განვითარების დაგეგმვასა და განხორციელებას სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწათმოქმედების მართვაში, სურსათის წარმოებაში, მეთევზეობაში, ეკო-ტურიზმსა და სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიებში. FAO შეიმუშავებს მეთოდოლოგიურ მითითებებს კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე და გააძლიერებს კლიმატ-სენსიტიურ და მედეგ განვითარებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების ადაპტირებას კლიმატის ცვლილებებზე.

 

CPF საბოლოო შედეგი 3 მიღწეული იქნება შემდეგი შედეგების გზით:

CPF შედეგი 3.1 გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მმართველობა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობა გაძლიერებულია, რათა შესაძლებელი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და გამოყენება (UNSDCF შედეგი 5.1 გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მმართველობა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობა გაძლიერებულია, რათა შესაძლებელი ბუნებრივი რესურსების მდგრადი, რაციონალური, თანაბარი მართვა და გამოყენება, უზრუნველყოფილ იქნას ეკოსისტემების კონსერვაცია და თემები უფრო მედეგი გახდნენ გარემოსდაცვითი შოკების მიმართ) (SDG სამიზნე შედეგები, 15.1.)

 

18.  FAO მხარს დაუჭერს ბუნებრივი რესურსების (მიწა, ტყე, სახმელეთო ცხოველები, წყლის სამყარო) მართვის ჩარჩოს, რათა უზრუნველყოს ეკო სისტემების კონსერვაცია და გააუმჯობესოს სოციალური და გარემოს მედეგობა გარემოსდაცვითი საფრთხეების მიმართ. FAO წვლილს შეიტანს სასოფლო-სამეურნეო მიწების, ტყეების და დაცული ტერიტორიების მდგრადი და კლიმატ-მედეგი მართვის გაუმჯობესებაში, რაც საბოლოოდ გაზრდის ,,ბუნების წვლილს ადამიანებში’’ (NCP) და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში, მათ შორის, აგრო-ბიო მრავალფეროვნების უზრუნველყოფაში სამიზნე სოფლებში. FAO იმუშავებს თევზსაჭერი მეურნეობების ხელმძღვანელ პირთა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ მართონ კომერციული თევზსაჭერი მეურნეობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მცირე ზომის მეურნეობებზე და აკვაკულტურის მწარმოებელთა დახმარებაზე. ამასთან, FAO ასევე უზრუნველყოფს თევზსაჭერი მეურნეობების მენეჯერების დახმარებას, რათა მათ ჰქონდეთ მონიტორინგის, კონტროლისა და დაკვირვების ტექნოლოგიები უკანონო, აღურიცხავი და დაურეგულირებელი თევზჭერის წინააღმდეგ საბრძოლველად შავ ზღვაში. დამატებით, FAO ადგილობრივ უწყებებთან იმუშავებს, რათა უზრუნველყოს ადგილობრივი და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა სასოფლო-სამეურნეო სფეროში ბუნებრივ კატასტროფებთან საბრძოლველად, კერძოდ, ისეთ საფრთხეებთან გასამკლავებლად, როგორიცაა კალიების შემოჭრა ქვეყანაში და რეგიონში. შედეგად, FAO საკუთარ წვლილს შეიტანს სურსათის უსაფრთხოების და კალიების შემოსევით დაზარალებული სოფლის მოსახლეობის დაცვაში.  FAO უზრუნველყოფს კლიმატგონივრული და გარემოზე ადაპტირებული აგრარული პრაქტიკის გავრცელებას და პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში კლიმატ-მედეგ განვითარებას COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში. FAO ასევე ჩაატარებს კვლევას, რათა შეაფასოს თუ რა პირობებში შეიძლება საპილოტე პროგრამები განხორციელდეს მიწის კონსოლიდაციის ინტეგირებისათვის სისტემურ მიწის რეგისტრაციასთან ILMDP ირიგაციის პროექტებში საქართველოში  და რამდენად არის ეს რეალისტური (GEF fishery project; TCP/GEO/3801; GCP/GLO/917/USA; UTF/GEO/020/GEO)

CPF საბოლოო შედეგი 3.2 უზრუნველყოფილია კლიმატ-სენსიტიური, მედეგი და წინასწარ შეფასებულ რისკებზე დაფუძნებული განვითარება სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწის სხვა სარგებლობაში  და სურსათის წარმოების დარგებში, რათა გაიზარდოს აგროსასურსათო სექტორის მონაწილე მხარეთა ადაპტაციის შესაძლებლობები და შერბილდეს კლიმატის ცვლილების ზემოქმედება, მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) გათვალისწინებით (UNSDCF შედეგი 5.2 კკლიმატ-სენსიტიური, მედეგი და წინასწარ შეფასებულ რისკებზე დაფუძნებული განვითარება სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწის სხვა სარგებლობაში, ჯანმრთელობის, წყლის უსაფრთხოების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სურსათის წარმოების სფეროებში, რათა გაიზარდოს ადაპტაციის შესაძლებლობა და შერბილდეს კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) გათვალისწინებით  (SDG სამიზნე შედეგები 1.5., 15.1, 15.2, და 15.3)

 

19.  FAO ხელს შეუწყობს ადაპტაციისა და შერბილების შესაძლებლობების გაძლიერებას კლიმატის ინფორმაციის სისტემების, პროდუქტებისა და სერვისების გაძლიერებული გამოყენებისა და კარგად დამკვიდრებული მრავალსაფრთხიანი ადრეული გაფრთხილების სისტემების მეშვეობით, მათ შორის, თემის დონეზე. FAO-მ რამდენიმე პრიორიტეტი გამოავლინა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის (CSA) პრაქტიკისთვის, როგორიცაა მიწის გამოყენება და დაგეგმვა, კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა (GAPs) (ნიადაგის მართვის ჩათვლით), სასოფლო-სამეურნეო სათბურის აირების (GHG) გამოფრქვევის შემცირება და აგრო-მეტეოროლოგიური აპლიკაციები და სერვისები (მათ შორის, მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტური სისტემის შექმნა). კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკა გაიწერება პოლიტიკის დოკუმენტებში და გავრცელდება ექსტენციის მომსახურებების მეშვეობით; გაიზრდება ქალ და მამაკაც ფერმერთა, სოფლის მოსახლეობის ცნობიერება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ. კლიმატ-სენსიტიური, მედეგი და რისკებზე-დაფუძნებული განვითარების უზრუნველსაყოფად, FAO შეიმუშავებს პოლიტიკასა და პრაქტიკას გარემო-მეგობრულ სოფლის მეურნეობასა და მდგრად ეკოსისტემებთან დაკავშირებით სოფლის ტიპის დასახლებებში,  GAP-ების,  გარემო-მეგობრული ახალი პრაქტიკის და ასევე საჩვენებელი ნაკვეთების შექმნის საფუძველზე. (GCP/GEO/012/AUS;  GCP/GEO/011/EC)

 

20.  კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილების მიზნით, FAO წვლილს შეიტანს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენაში.  ,,მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის’’(LDN) კონტექსტში, საქართველო მიზნად ისახავს შეინარჩუნოს ჯანსაღი და ნაყოფიერი მიწის რესურსები ეროვნული მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესაბამისად. საქართველომ გამოსცა ხუთი ნებაყოფლობითი LDN  სამიზნე შედეგი. FAO მონაწილეობას მიიღებს ორი სამიზნე შედეგის განხორციელებაში, კერძოდ LDN პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და დაგეგმვის დოკუმენტებში (სამიზნე შედეგი 1) და დეგრადირებული მიწის რეაბილიტაცია (სამიზნე შედეგი 4). FAO გააძლიერებს გარემოს LDN-ისათვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვის პროცესებისათვის, მიწის მფლობელთა უფლებების დაცვას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საძოვრებზე. ამას მოჰყვება LDN-ის ,,გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სისტემის’’ განვითარება. გამოყენებული იქნება პასუხების შემოთავაზებული იერარქია მიწის დეგრადაციის სტატუსის საფუძველზე და სამი LDN ნებაყოფლობითი ინდიკატორების გამოყენებით (მიწის საფარი, მიწის პროდუქტიულობა და SOC), რომლის პილოტირება მოხდება სამ სამიზნე მუნიციპალიტეტში.  (GCP/GEO/006/GFF)

 

CPF საბოლოო შედეგი 3.3, მდგრადი, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები და ინოვაციები გამოყენებულია მწვანე ეკონომიკისათვის და მოიცავს სუფთა და ენერგოეფექტურ სასოფლო-სამეურნეო სექტორს, რათა გააძლიეროს საქართველოს ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი’’ (NDCs) და შექმნას ერთგვარი გზა სასოფლო-სამეურნეო დარგების დეკარბონიზაციისათვის (UNSDCF საბოლოო შედეგი 5.3 ინოვაციური და კლიმატ-მეგობრული ტექნოლოგიები გამოიყენება ინკლუზიური მწვანე ეკონომიკისათვის, ენერგო ეფექტურობისა და სუფთა ენერგიის წარმოებისათვის, რათა გააძლიეროს ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი’’ (NDCs)  და  მხარი დაუჭიროს დეკარბონიზაციის გრძელვადიან სტრატეგიებს) (SDG Targets 13.2.)

 

21.  FAO საკუთარ წვლილს შეიტანს კლიმატგონივრული და გენდერულ-საკითხებზე რეაგირების ტექნოლოგიურ განვითარებაში, ინიციატივებში და პროექტებში, რათა უზრუნველყოს აგროსასურსათო სექტორის დაინტერესებული მხარეების ადაპტირება კლიმატის ცვლილებაზე და მისი შედეგების შერბილება. ამასთან, FAO გააძლიერებს ძალისხმევას სასოფლო-სამეურნეო დარგების დეკარბონიზაციის კუთხით, რათა საქართველოს დაეხმაროს  NDC-ს მიღწევაში და კლიმატის ცვლილების სტრატეგიის განხორციელებაში 2030 წლისათვის. ეს შეეხება ასევე შესაბამის სამოქმედო გეგმას (2021-2030 წწ.) და გრძელვადიან, დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიას (LEDS). (GCF PP).


[1] FAO. 2021. სტრატეგიული ჩარჩოს მიმოხილვა 2022–31 და შუალედური პერიოდის გეგმის მიმოხილვა 2022–25 წლებზე. FAO-ს კონფერენციის 42-ე სესი. (ასევე ხელმისაწვდომია http://www.fao.org/3/ne576en/ne576en.pdf).

[2]  RI-1) მცირემიწიანი ფერმერების, საოჯახო ფერმების და ახალგაზრდობის გაძლიერება სოფლის ინკლუზიური ტრანსფორმაციის, დიჯიტალიზაციისა და ინოვაციის გზით, (RI-2) სასურსათო სისტემების ტრანსფორმაცია და ბაზარზე წვდომის და ინტეგრაციის ხელშეწყობა, (RI-3) ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ცვალებადი კლიმატის ფონზე. FAO-ს რეგიონული ინიციატივების შესახებ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ინფორმაცია იხილეთ http://www.fao.org/europe/regional-initiatives/en/.

[3] შედეგი 1.2-ის ფორმულირების პროცესში გათვალისწინებული იყოს საქართველოში FAO-ს პროგრამის რეკომენდაციები, რომლებიც ჩამოყალიბებულია დანართში 14, ,,მართვაზე პასუხი’’. FAO-ს პროგრამი შეფასება 2019 წელს განხორციელდა.