Georgia

Dr. Raimund Jehle

რაიმუნდ იელე

რაიმუნდ იელე 2016 წელს დაინიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) წარმომადგენლად საქართველოში. იგი ფლობს დოქტორისა და მაგისტრის ხარისხებს სოფლის მეურნეობის დარგში ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტიდან (გერმანია), სერტიფიკატს სოფლის მეურნეობის ეკონომიკასა და საერთაშორისო პოლიტიკაში ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ.) და ბაკალავრის ხარისხს ბონის უნივერსიტეტიდან (გერმანია).

FAO-ში მუშაობის დაწყებამდე, რაიმუნდ იელე თავად ეწეოდა ფერმერულ საქმიანობას, ასევე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა აკადემიურ სექტორში და მუშაობდა ბრიუსელში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის კონსულტანტად ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით.

საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობასთან ერთად, რაიმუნდ იელე იკავებს FAO-ს რეგიონული პროგრამის ლიდერის თანამდებობას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და წარმოადგენს FAO-ს ალბანეთში, სომხეთსა და მოლდოვაში.

ელექტრონული ფოსტა: [email protected]