ია იმერლიშვილი 2018 წლიდან ანვითარებს წარმოებას და მისი ღვინოების პოპულარიზაციას ახდენს საქართველოს ბაზარზე FAO-ს ხელშეწყობით, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
FAO / გურამ საყვარელიძე
იურიდიული განათლების მქონე ია იმერლიშვილის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი 2018 წელს დადგა, როდესაც მან კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეძენილი ახალი სახლის ტერიტორიაზე მიწის ფენებში ჩამარხული მე-19-ე საუკუნის ქვევრები აღმოაჩინა. მივიწყებულმა მარანმა, ახალ დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი.
“ქვევრები რომ აღმოვაჩინეთ, მინდოდა გამეგო იყო თუ არა კვლავ შესაძლებელი ფერმენტაცია და ღვინის დაყენება აღმოჩენილ უძველეს ჭურჭელში”, იხსენებს ია. “ათწლეულობით მივიწყებულ ისტორიასთან კავშირების თავიდან დამყარების განცდა დამეუფლა”.
ამ აღმოჩენამ წარმოქმნა “იას მეღვინეობა” - მცირე ბიზნესი, რომელიც მოიცავს ისეთი პროდუქტების წარმოებას, როგორებიცაა ღვინო, ბადაგი, ჭაჭა, ყურძნის წვენი და ტრადიციული ქართული ტკბილეული. იას ასევე გამართული აქვს აგროტურისტული სერვისებიც, როგორებიცაა რთველში მონაწილეობის ხელშეწყობა, ღვინის ტური და კულინარიული მასტერკლასები. სტუმრებს უკვე მის რესტავრირებულ სახლში დარჩენის შესაძლებლობაც აქვთ, რომელიც წარმოადგენს კულტურის, ტრადიციისა და სტუმართმასპინძლობის იდეალურ შერწმას.
მის ახლად შეძენილ სახლში აღმოჩენილი ქვევრით შთაგონებული ია ახლა წინაპრების დანატოვარ მემკვიდრეობას მსოფლიოს უზიარებს ღვინის ტურიზმის სხვადასხვა აქტივობით. © FAO / გურამ საყვარელიძე
იამ პროდუქტის გაყიდვა 2020 წელს დაიწყო, კოვიდ-პანდემიის პერიოდში. თავიდან დამოკიდებული იყო ონლაინ პლატფორმებზე, სანამ მომხმარებელთან პირდაპირ დაკავშირებას შეძლებდა აგრობაზრების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს მასშტაბით იმართება ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერითა და FAO-ს ორგანიზებით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში. „ბაზრობებმა საშუალება მომცა ადამიანები გამეცნო და მათთვის ჩემი ისტორია და ფასეულობები გამეზიარებინა“, ამბობს ია. „აღნიშნული ღონისძიებები დამეხმარა პროფესიულ ზრდაში, ადაპტაციასა და საკუთარი საქმისადმი რწმენის გამყარებაში“.
იასთვის, როგორც ქალისთვის, სოფლის მეურნეობაში ჩართულობა სიღრმისეულ მნიშვნელობას ატარებს. “ფერმერი ქალების დაუღალავი შრომა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობითა და თავდაუზოგავი ძალისხმევით ემსახურებიან, ვფიქრობ ხშირად დაუფასებელია”, აღნიშნავს ის. “რომელსაც დიდი პასუხისმგებლობითა და თავდაუზოგავი ძალისხმევით ემსახურებიან, ვფიქრობ სირად დაუფასებელია”.
ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში განხორციელებული FAO-ს ტრენინგებისა და უწყვეტად ცოდნის მიღების საშუალებით, ია მის საქმიანობაში ინოვაციების დანერგვას მუდმივად განაგრძობს და ამ ეტაპისთვის გერმანიისა და პოლონეთის ბაზრებზე საკუთარი წარმოებული ღვინოები ექსპორტზე გააქვს, პარალელურად კი სკანდინავიისა და ა.შ.შ.-ის ბაზრების შესწავლის პროცესშია. მდგრადობა მის საქმიანობაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. “ჯანსაღი ნიადაგი, ჯანსაღი ყურძენი და უვნებელი, ჯანსაღი სურსათი ერმანეთისგან განუყოფელია. მიწის მოვლა და მისი დაცვა არ არის რაღაც აბსტრაქტული, სხვისი გასაკეთებელი საქმე - ის ჩემი საქმეა”, ის ამბობს.
სურსათის უვნელბობისა და ექსპორტის მიმართულებებით ტრენინგების მიღმა, იამ ბაზარზე გაიუმჯობესა წვდომა, FAO-ს მიერ ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებული ცოდნის გაზიარების შესაძლებლობებითა და აგრობაზრებით “უნიკალური ქართული გემო”. © FAO / გურამ საყვარელიძე
მომავლის თვალსაწიერით, ია მიიჩნევს, რომ ქალები აგროსასურსათო სისტემებში ლიდერობისთვის თავდაჯერებულ ნაბიჯებს დგამენ. „მომდევნო ათ წელიწადში, ქალები აღარ იდგებიან ჩრდილში,“ ამბობს იგი. „ისინი შექმნიან ინოვაციურ და უსაფრთხო ქართულ პროდუქტებს თანამედროვე სამყაროსთვის — მეც მსურს ვიყო ერთ-ერთი მათგანი.“
პროექტის შესახებ
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.