FAO-ს ქვეყნის პროგრამული ჩარჩო (CPF) საქართველოსთვის (2026-2030 წწ) ეროვნული დონის ფართო კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა და სრულად შეესაბამება FAO-ს 2022-2031 წწ სტრატეგიულ ჩარჩოებს და გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026–2030 წწ) საქართველოსთვის. იგი ეფუძნება აგრო-სასურსათო სისტემების (AFS) ტრანსფორმაციის სფეროში სისტემურ მიდგომას, და სოფლის განვითარების, სურსათის უსაფრთხოების და კვების, კლიმატისადმი მედეგობის, გარემოსდაცვითი მმართველობის და ციფრული ინოვაციების კონცეფციებს აერთიანებს.
CPF-ის 1-ლი შედეგი (UNSDCF-ის 1-ლი შედეგი): 2030 წლისთვის საქართველოში მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობა, სარგებლობენ მზარდი, უფრო დივერსიფიცირებული, მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკით, აგრეთვე კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი საფრთხეების მიმართ მეტად მედეგი და ჯანსაღი გარემოთი.
- CPF-ის შედეგი 1.1 (UNSDCF-ის შედეგი 1.1) – ინკლუზიური, მდგრადი და ციფრული ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო გაუმჯობესებულია
- CPF-ის შედეგი 1.2 (UNSDCF-ის შედეგი 1.2) – სოფლის ეკონომიკა და მდგრადი AFS-ი გაძლიერებულია
- CPF-ის შედეგი 1.3 (UNSDCF-ის შედეგი 1.3) – კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების, DRR-ის და მედეგი განვითარების განხორციელების ინსტიტუციონალური და სათემო შესაძლებლობები გაძლიერდა
- CPF-ის შედეგი 1.4 (UNSDCF-ის შედეგი 1.4) – გარემოსდაცვითი მმართველობა, ბიომრავალფეროვნების და ბუნებრივი რესურსების მართვა გაუმჯობესებულია
CPF-შედეგი 2 (UNSDCF-ის შედეგი 2): 2030 წლისთვის საქართველოში მცხოვრები ადამიანები სარგებლობენ გაუმჯობესებული სასწავლო შედეგებით, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებით და შემცირებული მოწყვლადობით, რაც მხარდაჭერილია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემით, რითაც მცირდება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობა.
- CPF-ის შედეგი 2.1 (UNSDCF-ის შედეგი 2.1) – ფერმერებისა და სოფლის თემების უწყვეტი განათლების და პრაქტიკული შესაძლებლობები გაძლიერებულია
- CPF-ს შედეგი 2.2 (UNSDCF-ს შედეგი 2.2) – ფაქტებზე დაფუძნებული, კვების მიმართ სენსიტიური პოლიტიკები და ჯანმრთელი დიეტები პოპულარიზებულია
- CPF-ს შედეგი 2.3 (UNSDCF-ს შედეგი 2.3) – მცირემასშტაბიანი ინვესტიციების შედეგად სოფლის თემების მედეგობა გაძლიერებულია
CPF-ის შედეგი 3 (UNSDCF-ის შედეგი 3): 2030 წლისთვის საქართველოში მცხოვრები ადამიანები სარგებლობენ უფრო დეცენტრალიზებული და ინკლუზიური მმართველობის სისტემით, გაძლიერებული ადამიანის უფლებების დაცვით, გენდერული თანასწორობით და განმტკიცებული სოციალური ერთიანობით.
- CPF-ის შედეგი 3.1 (UNSDCF-ის შედეგი 3.1) – სოფლის ინკლუზიური მმართველობა, გენდერული თანასწორობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ახალგაზრდების მონაწილეობა გაუმჯობესდა
CPF-ის შედეგი 4 (UNSDCF-ის შედეგი 4): 2030 წლისთვის კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები, სარგებლობენ გაძლიერებული ჩართულობით, ნდობითა და მედეგობით, მშვიდობისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად, გამყოფი ხაზების მიღმა.
- CPF-ის შედეგი 4.1 (UNSDCF-ის შედეგი 4.2) – კონფლიქტით დაზარალებული სოფლის თემების მედეგი საარსებო წყაროები და ინკლუზიური აგრარულ-სასოფლო შესაძლებლობები გაუმჯობესებულია