FAO საქართველოში

სურსათისა და სოფლის მეურნეობის მდგომარეობა 2022: ავტომატიზაციის გამოყენება სასოფლო-სასურსათო სისტემების გარდასაქმნელად

ანგარიში სამუშაო ადგილების დაკარგვასა და უთანასწორობის გამოწვევებს ეხება
08/11/2022

რომი - სოფლის მეურნეობის ავტომატიზაციას, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად, ტრაქტორებსა და ხელოვნურ ინტელექტსაც მოიცავს, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს საკვები პროდუქტის წარმოების ეფექტურობის გაზრდისა და გარემოს მდგრადობის გაუმჯობესების კუთხით. თუმცა, მისმა არათანაბარმა გამოყენებამ, შესაძლოა, უთანასწორობა გააღრმავოს, მით უფრო, იმ შემთხვევაში, თუ ავტომატიზაცია ხელმისაწვდომი არ იქნება მცირე მეწარმეებისთვის და ისეთი ჯგუფებისთვის, როგორებიც ახალგაზრდები და ქალები არიან.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთი მთავარი ყოველწლიური ანგარიშის სურსათისადასოფლისმეურნეობისმდგომარეობა“ (SOFA) 2022 წლისგამოცემა განიხილავს სასოფლო-სამეურნეო სისტემებში ავტომატიზაციის გამოყენებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. დოკუმენტში პოლიტიკის განმახორციელებლებისთვის ასევე მოცემულია რეკომენდაციები სარგებლის გასაზრდელად და რისკების შესამცირებლად.

ანგარიში 27 შემთხვევის ანალიზს მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასახავს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასევე მათი გამოყენებისთვის მზადყოფნის სხვადასხვა ეტაპებს და მათ შესაბამისობას განსხვავებული მასშტაბისა და შემოსავლის მქონე მეწარმეების შემთხვევებში. დოკუმენტში განხილულია უამრავი მაგალითი -  განაში ტრაქტორის გაქირავების სერვისებიდან - მექსიკაში მანქანათმცოდნეობითა და რობოტიკით აღჭურვილი კრევეტების ყუთების მაგალითის ჩათვლით.

ანგარიში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების მამოძრავებელ ფაქტორებსა და მათი გამოყენების ბარიერებს იკვლევს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეების შემთხვევაში. პუბლიკაციაში შემოთავაზებულია კონკრეტული პოლიტიკის ჩარჩო სასოფლო-სამეურნეო ავტომატიზაციის ინკლუზიურობისა და, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მდგრადი სასოფლო-სასურსათო სისტემების განვითარების უზრუნველსაყოფად.

ანგარიში ასევე ავტომატიზაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევის - უმუშევრობის განხილვასაც მოიცავს და ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შიში ისტორიული რეალობებიდან არ მომდინარეობს.

მთლიანობაში, პუბლიკაციის მიხედვით, ავტომატიზაცია ამცირებს მუშახელის დეფიციტს და სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდგრადობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების რესურსი აქვს. ავტომატიზაციის მეშვეობით, შესაძლებელია ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესება, რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაზრდა,  ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და გარემოს მდგრადობის გაუმჯობესება.  

„FAO-ს ნამდვილად სწამს, რომ ტექნოლოგიური განვითარებისა და გაზრდილი პროდუქტიულობის გარეშე, ასობით მილიონი ადამიანისთვის სიღარიბისგან,  თუ  შიმშილისგან თავის დაღწევა და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევებისა და არასწორი კვების დაძლევა შეუძლებელია“, - განაცხადა ქუ დონჟუმ, FAO-ს გენერალურმა დირექტორმა, ანგარიშის წინასიტყვაობაში. „მნიშვნელოვანი ის არის, თუ, რეალურად, როგორ მოხდება ავტომატიზაციის პრაქტიკაში გამოყენება და არა ზოგადად მოხდება თუ არა აღნიშნული პროცესი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ავტომატიზაცია ინკლუზიურად განხორციელდეს და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას“.

წინსვლაავტომატიზაციაში

ისტორიულად, ადამიანები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გამარტივებისკენ  მუდმივად იღწვიან ინოვაციური ხელსაწყოების გამოგონებით თუ ცეცხლის, ქარის, წყლისა და ცხოველების ენერგიისა და ძალის გამოყენებით.  

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წლისთვის, ფერმერები მესოპოტამიაში გუთნებს ხმარობდნენ, ხოლო წყლის წისქვილები ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1000 წელს გაჩნდა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ტექნოლოგიური ცვლილების ტემპი მკვეთრად აჩქარდა, რაც ორთქლის ენერგიის აღმოჩენით არის განპირობებული და წიაღისეულ ენერგორესურსებზე მომუშავე ტრაქტორებით გამყარებული.

დღეს, ახალი რევოლუცია მიმდინარეობს, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ასეთებია, მაგალითად: ხელოვნური ინტელექტი, დრონები, რობოტიკა, სენსორები და გლობალური სატელიტური სანავიგაციო სისტემები ისეთ მასობრივად გავრცელებულ ხელსაწყოებთან ერთად, როგორიც მობილური ტელეფონი და სხვა უამრავი ხელსაწყოა, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან და წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ „ნივთების ინტერნეტს“. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განვითარება გაზიარებულ ეკონომიკას შეეხება. ტაქსის აპლიკაცია „უბერის“ მსგავსი მოდელი გამოყენებულია გაზიარებული აქტივების სერვისების შემთხვევაში აფრიკასა და აზიაში, რაც მცირე და საშუალო მასშტაბის ფერმერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ტრაქტორები და სხვა ძვირადღირებული დანადგარები, მათი შეძენის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ავტომატიზაცია უთანასწოროდ ვრცელდება გარკვეულ ქვეყნებში და ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით კი სუბსაჰარულ აფრიკაშია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ლიმიტირებული. მაგალითად, 2005 წელს,  1,000 ჰექტარ სახნავ მიწაზე 400 ტრაქტორი იყო იაპონიაში, ხოლო განაში 0.4.

ამასთანავე, ტექნოლოგიების ნაწილი კვლავ გამოსაცდელ ფაზაშია, ხოლო, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, თანამედროვე დანადგარების გავრცელებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ლიმიტირებული სასოფლო ინფრასტრუქტურა, როგორიც არის, მაგალითად, კავშირგაბმულობა და ელექტროენერგია. ასევე, აღსანიშნავია, რომ გარკვეულმა ტექნოლოგიებმა, მაგალითად, დიდ ძრავიანმა დანადგარებმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გარემოზე, მონოკულტურის განვითარებისა და მიწის ეროზიის კუთხით. თუმცა, მცირე ზომის დანადგარების განვითარება ასეთი პრობლემების აღმოფხვრას უწყობს ხელს.

რეკომენდაციებიპოლიტიკისშესამუშავებლად

ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების ზოგადი პრინციპი პასუხისმგებლიანი ტექნოლოგიური ცვლილებების იდეის გარშემო არის შექმნილი. ეს მოიცავს ტექნოლოგიების მოხმარების პროდუქტიულობასა და მდგრადობაზე ზეგავლენის ანალიზს.  განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთებულია მარგინალურ და მოწყვლად ჯგუფებზე.

ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ისეთი ხელისშემწყობი გარემოს შექმნა, სადაც ერთიანი და თანმიმდევრული მუშაობისთვის აუცილებელი იქნება კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტების დანერგვა, როგორებიც არის - კანონმდებლობა და რეგულაცია, ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციური სტრუქტურები, განათლება და ტრენინგი, კვლევა და განვითარება და კერძო სექტორის ინოვაციური პროცესების ხელშეწყობა.

ავტომატიზაციის უთანასწორო გავრცელების აღმოფხვრის მცდელობა უნდა მოიცავდეს ინკლუზიურ ინვესტიციებს, რომლებიც მწარმოებლების, მეწარმეებისა და სერვისის მომწოდებლების ჩართულობით განხორციელდება, განსაკუთრებული აქცენტით  ქალებსა და ახალგაზრდებზე იმისთვის, რომ ტექნოლოგია მეტად განვითარდეს და მომხმარებლებს მოერგოს. მოხდეს. ასევე, ინვესტიციები და პასუხისმგებლიანი სასოფლო-სამეურნეო ავტომატიზაციის წამახალისებელი სხვა აქტივობები, სასურველია, კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარეობდეს, როგორიც არის კავშირგაბმულობა, ცოდნასა და უნარებთან დაკავშირებული გამოწვევები, ინფრასტრუქტურის ადეკვატურობა, უთანასწორობა რესურსებთან წვდომის კუთხით. ბიოფიზიკური, ტოპოგრაფიული და კლიმატური მოცემულობებიც კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ შემთხვევაში. მაგალითად, მცირე ზომის დანადგარებმა და ხელსაწყოებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს მთიან რელიეფებზე მომუშავე მცირე მეწარმეებს.

და ბოლოს, ანგარიში ეხება ტექნოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული სამუშაო ადგილების შესაძლო გაქრობისა და უმუშევრობის გარშემო ფართოდ გავრცელებულ მღელვარებას. დოკუმენტის მიხედვით, ასეთი შიშები გადაჭარბებულია, თუმცა, ანგარიშში მოცემულ დასკვნაში წერია, რომ სასოფლო-სამეურნეო ავტომატიზაციის შედეგად, შესაძლოა, მართლაც გაიზარდოს უმუშევრობა ისეთ ადგილებში, სადაც დიდი რაოდენობით სოფლად მცხოვრები მუშახელია და დაბალი ხელფასები. მსგავს კონტექსტებში, პოლიტიკის შემქმნელებმა ავტომატიზაციის სუბსიდირებას თავი უნდა აარიდონ და მეტად ფოკუსირდნენ ასეთი ტექნოლოგიებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე და ნაკლებად განვითარებული უნარების მქონე  მუშახელის სოციალურ დაცვაზე, რომლებიც ამ გარდამავალ პერიოდში, დიდი ალბათობით დაკარგავენ სამუშაო ადგილებს.

განმარტებები

სასოფლო-სამეურნეოავტომატიზაცია ანგარიშში განმარტებულია, როგორც მანქანებისა და აღჭურვილობის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო ოპერაციებში მათი დიაგნოსტიკის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ან ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სირთულის შესამცირებლად და/ან სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების დროულობისა და, პოტენციურად, მათი სიზუსტის გასაუმჯობესებლად.

სასოფლო-სასურსათოსისტემები მოიცავს აქტორთა მთელ სპექტრს და მათ ურთიერთდაკავშირებულ აქტივობებს, რომლებიც ჩართულები არიან პირველადი საკვები და არა-საკვები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების  წარმოებაში, აგრეთვე შენახვაში, აგრეგაციაში, მოსავლის აღების შემდგომ დამუშავებაში, ტრანსპორტირებაში, გადამუშავებაში, დისტრიბუციაში, მარკეტინგში, ყველა საკვები - მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო - პროდუქტის  წარმოშობის განკარგვასა და მოხმარებაში.