FAO საქართველოში

პუბლიკაციები და დოკუმენტები

სოფლის მეურნეობისა და სოფლის საარსებო საშუალებების ეროვნული გენდერული პროფილი: საქართველო

ქვეყნის გენდერული შეფასების პროცესი საქართველოში 2018 წელს დაიწყო, რომელიც ასახავს გენდერული დინამიკის მიმოხილვას სოფლის მეურნეობაში და სოფლის განვითარებაში. ეს ყოვლისმომცველი შეფასება მიმოიხილავს 2018 წლიდან მიღწეულ პროგრესს, ხაზს უსვამს კრიტიკულ ხარვეზებს, ახალ და მუდმივ გამოწვევებს და მიღწეულ წინსვლას. აგროსასურსათო სისტემების მიდგომის დანერგვით, იგი განიხილავს კლიმატის ცვლილებისა და სხვა შოკებისა და კრიზისების გავლენას გენდერულ თანასწორობაზე საქართველოს აგროსასურსათო სისტემებში. დასკვნები მიუთითებს შესამჩნევ მიღწევებზე სქესის მიხედვით დაყოფილი მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში. თუმცა, კრიტიკული სექტორული ხარვეზები რჩება, განსაკუთრებით სოფლისა და ახალგაზრდა ქალების საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით. შეფასება ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობაში და სოფლის განვითარებაში ქალთა გაძლიერების შესაძლებლობებს საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობის გამოცდილებაზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით. 

RuLIS ქვეყნის შეჯამება: საქართველო

სოფლის საარსებო წყაროების  საინფორმაციო სისტემა (RuLIS) არის საყოფაცხოვრებო და ინდივიდუალურ დონეზე ჰარმონიზებული მონაცემებისა და ინდიკატორების ნაკრები საარსებო წყაროს სხვადასხვა ასპექტზე, როგორებიცაა კულტურები და მეცხოველეობა, ოჯახის შემადგენლობა და დემოგრაფია, სასოფლო-სამეურნეო რესურსები, ტექნოლოგიები, სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, ამინდის ცვლილება და მიგრაცია. პუბლიკაციაში გამოყენებულია RuLIS-ის მონაცემები, და გაანალიზებულია კვლევების მონაცემები შინამეურნეობების კვლევის ინტეგრირებული მონაცემთა ბაზიდან (2013-2016) და შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევიდან (2017-2021). 

როგორ ეხმარება მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამა სათბურის აირების გამოყოფის შემცირებასა და სურსათის უსაფრთხოებას?

რძის პროდუქტების მოდერნიზაციისა და ბაზრის ხელმისაწვდომობის (DiMMA) პროგრამა საქართველოში მიზნად ისახავს მცირე მეურნეობის სისტემების პროდუქტიულობის გაზრდას უკეთესი კვების, ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშობრივი გაუმჯობესების საშუალებით. გარდა ამისა, საძოვრების მართვის გაუმჯობესებული პრაქტიკის, შესაძლებლობების განვითარებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობის გზით, პროგრამა აძლიერებს ფერმერების მდგრადობას კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან გამკლავებისა მიზნით. 

ანგარიში: საქართველოში მიწის კონსოლიდაციის მიზანშეწონილობის კვლევა

ეს შეჯამება წარმოადგენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს საქართველოში მიწის კონსოლიდაციის საპილოტე განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოში მეურნეობები მცირე და ფრაგმენტულია: ყველა მეურნეობის დაახლოებით 99 პროცენტი 5 ჰა-ზე ნაკლებია, ხოლო მეურნეობის საშუალო ზომაა 1.4 ჰა, განაწილებული 4-5 ნაკვეთად. მიწის კონსოლიდაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას ნაკვეთების ფრაგმენტაციის შემცირებით და მეურნეობების გაფართოებით. 

ქალებისა და კაცების თანაბარი ჩართულობა ბიომრავალფეროვნების მართვაში

ბიომრავალფეროვნება და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემური სერვისები გადამწყვეტია სასურსათო უსაფრთხოებისთვის და იმ ადამიანების საარსებო წყაროსთვის, რომლებიც ჩართული არიან სურსათისა და სოფლის მეურნეობის წარმოების სისტემებში მთელს მსოფლიოში. ქალები და მამაკაცები იყენებენ და მართავენ ბიომრავალფეროვნების რესურსებს სხვადასხვა გზით და აწყდებიან სპეციფიკურ შეზღუდვებსა და შესაძლებლობებს. მათი უნიკალური ცოდნა და პასუხისმგებლობა ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენების კუთხით სრულად უნდა იყოს აღიარებული, რათა უზრუნველყოს უკეთესი გენდერული შედეგები და რესურსების მართვა.