FAO საქართველოში
ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემის, NAITS-ის წარმატებით განხორციელების შემდეგ, პროექტის მეორე ფაზა დაიწყო. პროექტს...
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, დედაენის ბაღში ორდღიანი აგრარული ბაზარი,...
ცნობილი ავსტრიული გამოცემის, Kronen Zeitung-ის რედაქტორმა გრეგორ ბრენდლიმ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და FAO-ს წარმომადგენლებმა...
დღეს, რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გახსნილად გამოცხადდა. კონკურსი მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას,...

სოფლის მეურნეობის, აგროსასურსათო სისტემების, სოფლად საარსებო წყაროების, საექსპორტო შესაძლებლობებისა და სურსათის უვნებლობის უწყვეტი გაუმჯობესება და განვითარება - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და საქართველოს შორის დღეს გაფორმებულ შეთანხმებაში ჩამოთვილილი სამუშაო მიმართულებები პრიორიტეტებად სახელდება. თანამშრომლობის ახალი ფორმატი კლიმატის ცვლილების, მიწის დეგრადაციის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის და სხვა გარემოსდაცვითი საკითხების საპასუხო ინიციატივებსა და მოქმედებებზეა აგებული.

FAO-ს პროგრამულ ჩარჩოხელშეკრულებას“, რომელიც 2025 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოში FAO-ს წარმოადგენელმა, რაიმუნდ იელემ მოაწერეს ხელი. შეთანხმებით განსაზღვრული შედეგების მიღწევა მნიშვნელოვანი  წვლილი იქნება გაეროს იმ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში,  რომლებიც ,,FAO-ს 2022-2031 წლების სტრატეგიულ ჩარჩოდოკუმენტშია“ მოცემული.

 

FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერენ ადგილწარმოშობის მიხედვით პროდუქტის ეტიკეტებასა და გეოგრაფიული აღნიშვნების შემოღებას უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის. 

© FAO: www.fao.org