FAO საქართველოში

სასტიპენდიო პროგრამა ბიოტექნოლოგიისა და წყლის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებზე უნგრეთში

ფოტო: უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი
03/02/2023

2023-2024 სასწავლო წლების პროგრამაზე აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 28 თებერვალია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და უნგრეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამები ბიოტექნოლოგიისა და წყლის მენეჯმენტის მიმართულებით ორწლიან კურსებს მოიცავს და მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

უკვე მეთხუთმეტე წელია, უნგრეთის ფინანსური მხარდაჭერით, FAO-ს სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამაზე ჩარიცხულები ბუდაპეშტში, უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Hungarian University of Agriculture and Life Sciences) ისწავლიან.

სტიპენდია აერთიანებს განაცხადის, სწავლის საფასურის, ძირითადი სახელმძღვანელოების, საერთო საცხოვრებლის, ყოველდღიური ცხოვრებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 2023 წლის 28 თებერვალია; აკადემიური წელი 2023 წლის შემოდგომაზე იწყება. სააპლიკაციო ფორმის სანახავად მიჰყევით ბმულს.

წლების განმავლობაში, FAO-სა და უნგრეთის მთავრობის პროგრამით უამრავმა ახალგაზრდა პროფესიონალმა ისარგებლა და საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ კარიერულ წარმატებას მიაღწია. კურსადმთავრებულები, ასევე, პროგრამის სხვა მონაწილეებსა და პროფესორებთან ერთად, გლობალური პროფესიული ქსელის წევრები ხდებიან.

სასტიპედიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ახალგაზრდა პროფესიონალებს შემდეგი ქვეყნებიდან:

ავღანეთი, აზერბაიჯანი,  ალბანეთი, ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურკინა ფასო, გამბია, განა, ეგვიპტე, ეთიოპია, ვიეტნამი, თურქმენეთი, იემენი, იორდანია, კაბო ვერდე, კამბოჯა, კენია, კონგო, კორეის სახალხო დემოკრატიული  რესპუბლიკა, კოსოვო1, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ლიბანი, მადაგასკარი, მალი, მიანმარი, მოლდოვის რესპუბლიკა, მონღოლეთი, მონტენეგრო, ნამიბია, ნიგერია, პალესტინა, სამხრეთ სუდანი, საქართველო, სერბეთი, სომალი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უგანდა, უკრაინა, უზბეკეთი, ფილიპინები, ჩადი, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, ყირგიზეთი.

1კოსოვოზე ინფორმაცია განხილული უნდა იყოს უსაფრთხოების საბჭოს 1244 რეზოლუციის კონტექსტში (1999).

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლით დაუკავშირდეთ FAO-ს რეგიონულ ოფისს:  [email protected]

ბმულები: