FAO საქართველოში

იტალიიდან საქართველომდე: აგროტურიზმი სოფლის ასაღორძინებლად

©FAO/ვიქტორ სკოლოვიცი
10/07/2023

ქართული გასტრონომია ტურისტებს ამ ქვეყნისა და კულტურის უნიკალურ ნიუანსებს აცნობს.

ტურისტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებით იზრდება მეტი სტუმრის მოზიდვის პოტენციალი, რაც თავისთავად სოფლისთვის შემოსავლის ზრდასაც გულისხმობს. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ცდილობენ სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს შორის კავშირის გაძლიერებას, რათა მოხერხდეს უნიკალური კულინარიული კულტურის, ტრადიციისა და ლანდშაფტის კონცეპტუალური გაერთიანება.

გასულ წელს, EBRD-სა და FAO-ს ორგანიზებით საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციებისთვის, აგროტურიზმის ოპერატორებისა და საჯარო მოხელეებისთვის მოეწყო სასწავლო ტური ტოსკანასა და კამპანიაში. ტურის მიზანი იტალიის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება იყო აგროტურიზმის სფეროში. 

„საქართველო მდიდარია არაჩვეულებრივი ლანდშაფტითა და ადგილობრივი კულინარიის უძველესი ტრადიციით“, - ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი, რუსუდან კაჭარავა, რომელიც საქართველოში აგროტურიზმის სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს. „საქართველოს სტუმრებს სურვილი აქვთ უფრო სიღრმისეულად შეიგრძნონ ადგილობრივი კულტურა, ისევე როგორც ამას იტალიაში ახერხებენ. აგროტურიზმის იტალიელმა ექსპერტებმა ამ დარგის სპეციფიკის მნიშნველოვანი ნიუანსები გაგვიზიარეს.“

სასწავლო ტური საქართველოში მდგრადი აგროტურიზმის ხელშესაწყობად EBRD-ისა და FAO-ს მიერ განხორციელებული აქტივობების სერიის დამაგვირგვინებელი ღონისძიება იყო, რომელიც ასევე გულისხმობდა აგროტურიზმის სტრატეგიის შემუშავებასა და რამდენიმე ტრენინგს ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

გარემოს აგროტურიზმისთვის მომზადება

სასწავლო ტურის განმავლობაში, საჯარო მოხელეებმა, სურსათის მწარმოებლებმა და აგროტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებმა ტოსკანასა და კამპანიაში ტურის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა აგროტურიზმის სექტორში წარმატებული სისტემების შექმნის შესახებ. 

„ჩვენ ვისწავლეთ, რომ აგროტურიზმში წარმატებისთვის საჭიროა რეგულაციები, რომლებიც აძლიერებს ადგილობრივ მეწარმეებს,  მრეწველებსა თუ ანტერპრენერებს“, – გვითხრა საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა ნანო კორშიამ. „ჩვენი სურვილია, რომ ხელი შევუწყოთ ახალი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას აგროტურიზმის მიმართულებით, რათა წავახალისოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ამ სექტორში, რაც ხელს შეუწყობს აგრობიზნესის განვითარებას“.

აგროტურიზმიმდგრადიგანვითარებისთვის

„იტალიურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მდგრად აგროტურიზმს მოაქვს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებელი ქვეყნის შორეულ რეგიონებში“, – ამბობს EBRD-ის აგრობიზნესის საბჭოს მთავარი მენეჯერი, ნემანია გრგიკი: „მეწარმეებს შეუძლიათ გაამრავალფეროვნონ თავიანთი კომერციული აქტივობები და მიიღონ დამატებითი შემოსავალი, შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ადგილობრივებს და დაუკავშირდნენ ეროვნულ და საერთაშორისო სასურსათო ქსელს“.

აგროტურიზმმა, შესაძლოა, სოფლად ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყოს ხელი.

ერთ-ერთი აგროტურისტული საწარმო, რომელიც ბოსტნეულის ფერმის ბაზაზეა დაფუძნებული კორტონაში (ტოსკანა) – ტურისტებს სთავაზობს მაკარონისა და ყველის დამზადების ინოვაციურ სასწავლო პროგრამას.

„ფერმამ და მასთან დაკავშირებულმა კულინარიულმა აქტივობებმა შექმნა მრავალი შესაძლებლობა რეგიონში“, – ამბობს სალვადორი. „პროდუქტს, რომელსაც თავად არ ვაწარმოებ, მეზობელი ფერმებისგან ვყიდულობ. ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდნენ. ეს ქსელი საკვანძოა ჩვენი ბიზნესისთვის და ის ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის“.

მდგრადი გასტრონომიის დღე გასულ თვეში გაიმართა, ამ დღემ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ტურისტული ინდუსტრიისა და ადგილობრივი მწარმოებლების დაკავშირება ადგილობრივი კულინარიული ტრადიციების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს ასევე, ხელს უწყობს სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერებას, რომლებიც, როგორც წესი, ტრადიციების მცველნი არიან.

ვეტერანი ადგილობრივი მწარმოებლებით დასახლებული კამპანიის რეგიონის ერთი პატარა სოფელი მონტევერნა აგროტურიზმმა ააღორძინა. ამ პატარა სოფელში ცხოვრობენ პომიდვრის მწარმოებლები, მეფუტკრეები და, ასევე, მუშაობს წისქვილი, რომლითაც ზეითუნის ზეთს ხდიან. ყველა ეს პატარა ბიზნესი ტურისტს სთავაზობს პროდუქტის დაგემოვნებას და ინფორმაციას ამ უნიკალური პროდუქტის, მათი შემქმნელი ადგილობრივი ოჯახებისა თუ საზოგადოების შესახებ.

გასტრონომიულ ტურიზმს წვლილი შეაქვს კონსერვაციაშიც, კერძოდ, აგროტურისტული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში – ადგილობრივი რეცეპტების მნიშვნელოვან კომპონენტებს ხშირად ადვილობრივი მცენარეულობა და ფაუნა წარმოადგენს.

ნეპალთან ახლოს მდებარე ქალაქ კაიაცოში ცნობილი შეფმზარეული ფრანკო პეპე 30 ადგილობრივი მწარმოებლის მიერ მიწოდებული მაღალი ხარისხის პროდუქტის იმედადაა. ამ პროდუქტებს შორისაა ადგილობრივი მოცარელა და პომიდორი, რაც პეპეს თავისი ცნობილი პიცის მოსამზადებლად სჭირდება.

„მივხვდით, რომ ხალხს ახალისებს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და გადავწყვიტეთ, რომ ხელი შეგვეწყო ალტო კასერტანოს რეგიონის საუკეთესო მწარმოებლებისთვის“, – ამბობს პეპე. „ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ „პიცის ჰაბს“, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ ჩვენს უნიკალურ მომწოდებლებს. მრეწველები, აგროტურიზმის კომპანიები, საოჯახო სასტუმროები, ფერემერები და ანტერპრენერები ერთად მუშაობენ, რათა მოხერხდეს ტურიზმის ბალანსირებული და მდგრადი განვითარება და, ამასთანავე, ავთენტურობის შენარჩუნება“.

ცოდნის გადაცემა იტალიელი აგროტურიზმის მაესტროებისგან

იტალიის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ წარმატებული აგროტურიზმი ზრდის ადგილობრივი მწარმოებლებისა და გასტრონომიული მემკვიდრეობის ღირებულებას და ამასთანავე, ხელს უწყობს წარმოების მდგრადი მეთოდების დანერგვასა და სოფლის ეკონომიკის ზრდას.

FAO-სა და EBRD-ის ინიციატივის მიზანი იტალიის წარმატებული მაგალითის საქართველოში რეპლიკაციაა: 

 „იტალიური მაგალითის შესახებ ცოდნის გაზიარება, შესაძლოა, შთამაგონებელი აღმოჩნდეს საქართვლოსთვის, რათა გააძლიეროს მდგრადი აგროტურიზმის მიმართულებით მუშაობა“, – ამბობს FAO-ს ინვესტირების ცენტრის ღირებულებითი ქსელისა და აგრობიზნესის სპეციალისტი ფლორენტ ტომატისი. „ჩვენი მიზანია, ავაღორძინოთ სოფლის ეკონომიკა, ლანდშაფტი და სიცოცხლიუნარიანობა პასუხისმგებლობიანი აგროტურიზმის დახმარებით.“