FAO საქართველოში

ელჩი პეტრ კუბერნატი შიდა ქართლში ადმინისტრაციული საზღვრისპირას მცხოვრებ ფერმერებს ეწვია

ფოტო: FAO/ეკატერინე კოლესნიკოვა
16/10/2023

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქარველთოში პეტრ კუბერნატი შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ადმინისტრაციული საზღვარის (ABL) მახლობლად მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერულ თემებს ეწვია. ეს თემები ჩართული ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით მიმდინარე FAO-ს პროექტში. რძის ფერმერებს, მეფუტკრეებსა და მარცვლეულის მწარმოებლებს პროექტის ფარგლებში უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და გაეწიათ ტექნიკური დახმარება, რამაც ხელი შეუწყო მათი პროდუქტიულობის ზრდას და ისინი უფრო მედეგი გახადა კონფლიქტის შედეგად ძლიერ დაზარებულ რეგიონში.

ელჩის ვიზიტის მიზანი ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ადმინისტრაციული საზღვარის (ABL) მახლობლად მცხოვრებ ფერმერებთან შეხვედრა, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით განხორციელებულ მარცვლეულის თესვაში მონაწილეობა და FAO-ს მიერ მერძევე ფერმერებისთვის ჩატარებულ ვეტერინარიის ტრენინგზე დასწრება იყო.  

ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით რეგიონში დაარსდა 19 ფერმერთა საველე სკოლა, სადაც FAO-ს ექსპერტებმა 200-ზე მეტ ფერმერს გაუზიარეს ცოდნა. ტრენინგები მოიცავდა (თუმცა, არ შემოიფარგლებოდა) კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის, სუსრსათის უვნებლობისა, თუ რძის პროდუქტების წარმოების ჰიგიენის საკითხებს.

ელჩი პეტრ კუბერნატი მარცვლეულის ნაკვეთზე ეწვია გოჩა დანიელაშვილს. ის ერთ-ერთია მარცვლეულის მწარმოებელ იმ 83 ფერმერს შორის, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს და რომელსაც FAO-მ გაუწია ტექნიკური დახმარება ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდის დასანერგად. ეს, ეკოლოგიურად მდგრადი, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდი ამცირებს წარმოების ხარჯებს და მარცვლეულის ნაკვეთს უფრო მედეგს ხდის გარემოსდაცვითი რისკების მიმართ.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ფერმერები აუმჯოებესებენ თავიანთ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, რაც ეხმარებათ მათ რძის პროდუქტების, მარცვლეულის წარმოებისა თუ მეფუტკრეობის გაუმჯობესებაში. უფრო მეტიც, ამ თანამშრომლობის შედეგად უმჯობესდება აღნიშნული თემების მედეგობა, რომელიც მძიმედ დაზარალდა კონფლიქტის გამო.  

„ჩვენ გვეამაყება, რომ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს და განვაგრძობთ ქვეყნის დახმარებას სოფლად მცხოვრები იმ თემების მედეგობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის პირას ცხოვრობენ შიდა ქართლში. FAO-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ასობით რძის პროდუქტისა და მარცვლეულის მწარმოებელსა თუ მეფუტკრეს დავეხმარეთ, რომელთაგან ბევრი - ქალია. ჩატარებული ტრენინგებისა და გაწეული ტექნიკური დახმარების ხარჯზე ადმინსიტრაციულ ხაზთან მცხოვრებ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ უფრო მეტი და უვნებელი სურსათი აწარმოონ, რაც მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმა.

„პროექტით, რომელსაც ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობასთან პარტნიორობით ვახორციელებთ, ვეხმარებით კონფლიქტით დაზარალებულ თემებს. ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ უსაფრთხოებსათან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტების უმრავლესობა ფერმერულ საქმიანობასა და შინაური ცხოველის გადაადგილებას უკავშირდება. ამ პროექტით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეგვიძლია გავზარდოთ ადგილობრივი თემების მედეგობა არსებული კონფლიქტის მიმართ. მაგალითად, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს თესვის პერიოდს, ხოლო საქონლის კვების გაუმჯობესებით, ვამცირებთ მათ თავისუფლად გადაადგილებას“, ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი, ხავიერ სან სალვარესი. 

...

ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით მიმდინარე, მცირე მეწარმე ქალებზე ფოკუსირებული, პროქტის მთავარი მიზანია, იმუშაოს ცხინვალის რეგიონის / სამხრეთოსეთის, საქართველო, ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სოფლის თემებთან და გაუზიაროს მათ ფერმერების მედეგობის გასაუმჯობესებელი ეფექტური მეთოდები.