FAO საქართველოში

კიწნისში მეფუტკრეებს ვაროა ტკიპას შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

20/05/2024

2 მაისს კიწნისში მეფუტკრეებისთვის ვაროა ტკიპას შესახებ სპეციალიზებული ტრენინგი ჩატარდა. თეორიულ ცოდნასთან ერთად, მათ მიიღეს პრაქტიკული უნარები ფუტკრის კოლონიებისთვის ამ მნიშვნელოვანი საფრთხის წინააღმდეგ.

ტრენინგის თეორიული ნაწილი მოიცავდა ინფორმაციის გაცნობას ვაროა ტკიპას ბუნებისა და სასიცოცხლო ციკლის, ასევე ფუტკრის კოლონიებზე მისი ზეგავლენის შესახებ. განხილულ საკითხებს შორის იყო ვაროა ტკიპას იდენტიფიცირება, მისი ბიოლოგია, დაავადებების ნიშნების ამოცნობა და ტკიპას პოპულაციის მართვის მეთოდები. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ტკიპებთან  გამკლავებისა და კონტროლის ეფექტური სტრატეგიების შესახებ. ტრენინგის ბოლოს მეფუტკრეებს ვაროას ტკიპას სათვლელი ჭიქები გადაეცათ.

ENPARD IV-ის პროექტის დაწყებიდან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მეფუტკრეებს სთავაზობს სპეციალიზებულ ტრენინგებს ფერმერთა საველე სკოლების მეშვეობით. სესიებისას განხილულია როგორც სურსათის უვნებლობა და თაფლის უსაფრთხო წარმოება, ასევე დაავადებების მართვა.

პროექტის ფარგლებში მეფუტკრეთა ნაწილს გადაეცა დამხმარე აღჭურვილობა, მათ შორის: რეფრაქტომეტრები ტენიანობისა და მყარი ნივთიერების შემცველობის გასაზომად, ასევე პერსონალური დამცავი აღჭურვილობა - როგორიცაა თავსაბურავი, ხალათი, ხელთათმანები და ფეხსაცმელი.

FAO-ს ტრენინგებით შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან 140-მა მეფუტკრემ მიიღო საჭირო ცოდნა და გაიუმჯობესა თაფლის უსაფრთხო წარმოებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები. პროექტის ფარგლებში გრძელდება ტრენინგები მეფუტკრეებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად. გარდა ამისა, სათვლელი ჭიქები ასევე დარიგდება სხვა მეფუტკრეებისთვისაც, მათთვის ტკიპების მონიტორინგისა და კონტროლის პროცესის გასამარტივებლად.